საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ივნისის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების შემცირებაზეც არის საუბარი.
მისი მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობამ მხოლოდ 36,000 შეადგინა, რაც 2019 წლის მაისში არსებულ 682,400-თან შედარებით 95%-ით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ვიზიტორთა მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხის მოცულობამ მხოლოდ და მხოლოდ $9.1 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით $261.3 მილიონი დოლარით ანუ 97%-ით ნაკლები იყო.
ტურზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მაისის თვის ტურიზმის დეტალური სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად, ჯერ უცნობია თუ რომელი ქვეყნებიდან იყო გასული თვის განმავლობაში შემოსული ვიზიტორების ნაკადი ყველაზე მეტად შემცირებული.