მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ტურიზმის შემოსავალმა $304 მილიონს მიაღწია - Galt&Taggart

6486ed196bfe8
შოთა ტყეშელაშვილი
12.06.23 15:00
1682
საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის შეფასებით, მაისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 304 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 17.6%-ით მეტია. მთლიანობაში, 2023 წლის 5 თვეში საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 1.35 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა ამ პერიოდში საქართველოს, რადგანაც როგორც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ასევე შსს-მ გამჭვირვალობის დონე გააუარესეს და ყოველთვიური ინფორმაციის ნაცვლად, ტურიზმის სტატისტიკას კვარტალურ ჭრილში ასაჯაროებენ.

შესაბამისად, ამ დროისთვის 2023 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის ვიზიტორთა სტატისტიკაა ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები