მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჟორიტარმა ტყიბულის მოსახლეობისა და მეშახტეთა დასახმარებლად 100 000 ლარი გაიღო

5e7da8f35a93b
BM.GE
27.03.20 11:16
969
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ტყიბულისა და თერჯორლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ქალაქ ტყიბულში შახტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები და რაიონის სხვა საჭიროებები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დეპუტატი პირადი დანაზოგიდან ტყიბულის მოსახლეობისთვის, მათ შორის მეშახტეთა დასახმარებლად, 100 000 ლარს გაიღებს.

პრესრელიზის მიხედვით, იმისათვის, რომ თანხის განკარგვა გამჭვირვალედ მოხდეს, ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და შახტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ მეშახტეთა მაღალი ჩართულობით, მაქსიმალურად დროულად შეიმუშაონ გამოყოფილი თანხის განაწილების კრიტერიუმები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები