პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტყუილია თითქოს ხელისუფლებას რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა. „იმედის“ ეთერში ჩართვისას მან განაცხადა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ევროპა დაბრუნდა საქართველოში.
„სწორედ ჩვენ დავაბრუნეთ ამ ქვეყანაში ევროპული პერსპექტივა. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირთან გავზარდეთ ექსპორტი. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. დღეს ქვეყანაში მედია მრავალფეროვანია და პარლამენტში ოპოზიცია არის ოპოზიცია. რაც მთავარი ქვეყანა დღეს ბევრად ევროპული და თანამედროვეა, ვიდრე წარსულში იყო. ჩვენგან ევროპა არავის აქვს დასაცავი. ეს არის თავის მოტყუება. ისიც ძალიან უსუსური ტყუილია თითქოს ხელისუფლებას რუსეთისკენ მიჰყავს ეს ქვეყანა. 11 წლის განმავლობაში ევროპა დაბრუნდა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.