მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ბოჭორიშვილი ალიევი

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

საგარეო პოლიტიკური უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები