საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი დაიბარეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი.
"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, თუ რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების, რომ ქართული ტელევიზიები [დასანქცირდნენ]. გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე ვსაუბრობთ და მედიაზეა საუბარი, როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "Postv"-ის სანქციები დაუწესა.




























