ბრიტანეთის პარლამენტარმა ლიბერალ-დემოკრატთა პარტიიდან ჯეიმს მაკკლირმა, პარლამენტში გამოსვლისას საქართველოში დემოკრატიის გაუარესებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, მათ შორის ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებზეც.
"ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ბრიტანელი პარლამენტარებისთვის ჯერ არ ყოფილა მათ წინააღმდეგ დადგომა, რომლებიც ძირს უთხრიან და ასუსტებენ დემოკრატიულ თავისუფლებას აქ და საზღვარგარეთ. მაგალითად საქართველო, სადაც გასული წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი, რამაც აღაშფოთა ქვეყანა, სადაც გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპაში ინტეგრაციას უმრავლესობა უჭერს მხარს. მას შემდეგ დემონსტრანტები ავსებენ რუსთაველის გამზირს თითქმის ყოველ დღე. ზაფხულის განმავლობაში "ქართული ოცნების" მთავრობამ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება დაიწყო. რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციის ლიდერი და ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძე დააკავეს, ხოლო გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი - ელენე ხოშტარია. "საშინელი დანაშაული" რაც ედება ბრალად არის თბილისის მერის საარჩევნო პლაკატია", - განაცხადა მაკკლირმა და დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი არა მხოლოდ დემოკრატიაზე უნდა საუბრობდეს, არამედ უნდა იცავდეს მას.



























