მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკრონმა პუტინს უკრაინაზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდა

621d107d51160
თამთა ჯიჯავაძე
28.02.22 22:14
837
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკორნმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისასა უკრაინაზე თავდასხმის და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

როგორც დასავლური მედია წერს, მაკრონმა ასევე მოუწოდა კრემლის ლიდერს მოლაპარაკებების პერიოდში სამოქალაქო პირებსა და მათ საცხოვრებლებზე თავდასხმები შეწყდეს, ასევე დაცული იყოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მაგისტრალები.

აღნიშნულ სამ პუნქტს ელისეის სასახლის ინფორმაციით, პუტინი დაეთანხმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთი უარყოფდა სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს უკრაინაში.

მაკრონმა ასევე რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა მომდევნო დღეებში კონტაქტზე დარჩენა, რათა ვითარების გაუარესების პრევენცია მოხდეს. კრემლის ლიდერი დაეთანხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები