მალაიზიაში საქართველოს ელჩად ირაკლი ასაშვილი ინიშნება. კანდიდატურა ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად წარუდგინა. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ 15 აპრილს გამოსცა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასაშვილმა მალაიზიაში საქართველოს ელჩის პოსტი 2025 წლის 20 აპრილიდან უნდა დაიკავოს. ირაკლი ასაშვილი ამ დრომდე მალაიზიაში საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო საკონსულო ფუნქციებით.
გარდა ამისა, 25 მაისიდან სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად, კობახიძემ ყაველაშვილს კონსტანტინე ქვაჩაკიძის კანდიდატურა წარუდგინა. ქვაჩაკიძე ამ დრომდე კვიპროსში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა.