მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალაიზიურმა ბანკმა მომხმარებელს, შემთხვევით $86 მილიონი ჩაურიცხა

Maybank

მალაიზიის უდიდესმა კერძო საფინანსო ინსტიტუტმა Maybank-მა მის ერთ-ერთ მომხმარებელს, შემთხვევით 86 მილიონი დოლარი ჩაურიცხა.

კომპიუტერული ხარვეზის გამო, მომხმარებელმა ვერც მის ანგარიშზე აღმოჩენილი მილიონების გამოყენება შეძლო და ვერც საბანკო ანგარიშის და პრობლემის გადასაჭრელად სოციალურ ქსელს მიმართა.

“როგორც ამბობენ, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ Maybank-მა ნამდვილად იცის, თუ როგორ იყიდოს იმედგაცრუება”, - აღნიშნა დაზარალებულმა მომხმარებელმა, რომელსაც ბანკის სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი მალევე გამოეხმაურა და პრობლემაც აღმოიფხვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები