მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მამამისი პენსიონერია, მრავალმილიონიან ქონებას ფლობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ტარიელ ღარიბაშვილმა აღნიშნული ქონება და ბიზნესი ლეგალური გზებით მოიპოვა და პირობას დებს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს.

„ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და შეამოწმებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას. თითქმის ყოველ წელს ჩემი დეკლარაცია მოწმდება არამხოლოდ უშუალოდ ბიუროს მიერ, არამედ იცით, რომ იქ ამის კომისიაა. არც ერთხელ არცერთ საკითხზე არ ყოფილა კითხვა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია.

ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნეს საქმიანობა. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, როგორ თქვენ მოიხსენიებთ, პენსიონერს თანხა. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ, მე მზად ვარ, ეს საჯარო ინფორმაციაა, რომ გაგიზიაროთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება - რაჟდენ კუპრაშვილი

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერის მიმდინარე კვირას შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მიუნხენის მიმართულებით სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება 109,500 ლარი დაჯდა, ხოლო ეს თანხა ექსპრემიერის მამამ გადაიხადა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლისგან ამ თანხის გარდა 150,000 ლარის საჩუქარიც მიიღო, რაც 2022 წელს მიღებულ 180,000 ლართან შედარებით 30,000 ლარით ნაკლებია.

ღარიბაშვილს მამა გასულ წლებშიც ათიათასობით ლარს ჩუქნიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები