Leader Sport-ის ინფორმაციით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი იქნება.
"ვალენსიასა და ლივერპულს შორის ტრანსფერის ყველა დეტალი მოგვარებულია. ინგლისელები უკვე ელიან გიორგის ენფილდზე, თავის მხრივ ვალენსიაშიც უკვე იციან, რომ მამარდაშვილი მათი ფეხბურთელი აღარ არის. დარჩა მხოლოდ ერთი - ლივერპულისა და ფეხბურთელი კონტრაქტი, რომელიც ფაქტობრივად გამზადებულია, თუმც გარკვეულ დეტალებზე მოლაპარაკება კიდევ გრძელდება.
შევიტყვეთ, რომ ძალიან მაგარი კონტრაქტი იქნება და კიდევ ის, რომ ამ საქმეში ჩართულია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი ფეხბურთის კაცი მერაბ ჟორდანია, რომლის ევროპულ კავშირ-ურთიერთობებზე, ვფიქრობთ, ლაპარაკიც ზედმეტია.
ჰოდა, ასეთი სიახლის შემდეგ, აბა, როგორ იქნებოდა თავად მერაბ ჟორდანიას არ დავკავშირებოდით. ის ამჟამად ევროპაშია, ეს ინფორმაცია კი არც უარყო, არც დაადასტურა", - წერს Leader Sport-ი.