„ახლა იწყება ყველაფერი“ - თქვა გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ჩვენ ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას. ეს ევროპის ჩემპიონატი იყო გარდამტეხი, რაც თითოეულ ფეხბურთელს განვითარებაში გვეხმარება და ასევე როგორც გუნდს.
ახლა ვიწყებთ განვითარებას, ჯერ კიდევ ბევრი რაღაც გვაქვს წინ. ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულებულა", - თქვა მან.
მისივე თქმით, ალბანეთთან დაგეგმილი მატჩიც მარტივი არ იქნება, თუმცა, საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
რამდენიმე წუთის წინ, საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.