მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებული სანქციები "ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებული სანქციები "ქართული ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს. როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მომავალში უფრო მკაცრი დარტყმები შეიძლება მოხდეს.

„ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერ ნიშნავს. ევრობიუროკრატებიდან, სადაც „დი ფსთეითებია“ ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე - ევროპელებმა, ამერიკელებმა, ქართველებმა, მათ შორის, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე.

ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება. ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ეს სანქციები არ იყო საშიში, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად და დღეს, მით უმეტეს, ამის პრობლემა არ არის “,- განაცხადა მდინარაძე.

ცნობისთვის: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. ყველაზე მეტი მოქალაქე 74 პირი ლიეტუვამ დაასანქცირა. შემდეგ მოდის ესტონეთი 55 სანქცირებული პირით, ხოლო ლატვიამ ჯამში 16 პირი დაასანქცირა. ლიეტუვას და ლატვიას ჯერჯერობით სანქცირებული პირების სია არ გამოუქვეყნებია. რაც შეეხება ესტონეთს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავიზო შეზღუდვები დაუწესეს პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსა და სხვებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, სანქცირებული პირები პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტების სამართლებრივ დევნაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები