ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების II ტურის პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
ცესკოს მონაცემებით, 109-ვე უბნის დათვლის შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 51,631% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას - 48,369%.