მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე: პარტია "ლელო" 12 დეკემბერს დაფუძნდება, ოფისი "თბილისი ცენტრალში" იქნება

5db2b43284926
თელარა გელანტია
25.10.19 12:34
4652
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება. პარტიის ოფისი „თბილისი ცენტრალში“ იქნება.

ხაზარაძის თქმით, პარტიაში გაწევრიანება ღია იქნება.

„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში. ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოგვიერთდა, პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე პირადად ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შეხვდება პარტიის მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიყვანთ ქვეყანას გამარჯვებისკენ”, - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ "პარტია ყველასი იქნება".

„ჩვენი პარტიის ოფისი წლის ბოლოს „თბილისი ცენტრალში“ გაიხსნება, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი აქ ჩამოდის, მგზავრები რეგიონიდან, მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით, სწორედ აქ იკრიბება ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები