მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძეს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი გაუქმდა

61de7f972f73a
ინგა მურუსიძე
12.01.22 11:12
7002
თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისთვის წარდგენილი ბრალი გადააკვალიფიცირა და სსკ-ის 180-ე(თაღლითობა) მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებად და დამნაშავედ იქნა ცნობილი.

მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, მამუკა ხაზარაძეს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა იმის გამო, რომ დანაშაულის ხანდაზმულობა უკვე გასულია, სასჯელისგან თავისუფლდება.

„მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება, საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა გაუქმდეს, გაუქმდეს 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა“, - განაცხადა მოსამართლემ.

შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები