მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანჰეტენზე ბინების ღირებულებამ ბოლო 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია

615da51d6925e
ნათია თაქთაქიშვილი
07.10.21 00:30
1117
მანჰეტენზე მდებარე ბინების ღირებულებამ ბოლო 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია. მიზეზი კი კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება და ვაქცინაციის დამაკმაყოფილებელი ტემპია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მანჰეტენზე მდებარე ბინების ღირებულების რეკორდული ზრდა განსაკუთრებით მე-3 კვარტალში გამოიკვეთა, რადგან ცენტრში მდებარე ბინებზე მოთხოვნა იზრდება. თუ პანდემიის დროს ხალხი ბინას დიდი ქალაქების გარეუბნებში ან შემოგარენში ეძებდა, ამჟამად არჩევანის შეჩერებას ცენტრალურ უბნებზე არჩევს.

საკონსულტაციო კომპანია Miller Samuel-ი აცხადებს, რომ ბინების გაყიდვების რაოდენობა დაახლოებით 229%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 4,523 აპარტამენტი გაიყიდა მანჰეტენზე, რაც სამჯერ მეტი რაოდენობაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაყიდვების რაოდენობა 77%-ით არის შემცირებული 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„მანჰეტენზე ბინების მოთხოვნა არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ ხალხი გარეუბნიდან ცენტრში ბრუნდება, არამედ ქვეყნის სხვა ნაწილებიდანაც გაიზარდა მიგრაცია. მანჰეტენზე ბინებზე მოთხოვნის ზრდას სამსახურების გახსნამ და სწავლის აღდგენამ შეუწყო ხელი“,- აცხადებენ საკონსულტაციო კომპანიაში.

Miller Samuel-ის განცხადებით, მანჰეტენზე ბინების საშუალო ღირებულებამ მესამე კვარტალში 1,115,000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.4%-ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა 100,000 აშშ დოლარით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები