მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მანჯგალაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

61c2e3bda838c
მარიამ ვარადაშვილი
22.12.21 19:45
270
თბილისის მერიის ინფორმაციით, მანჯგალაძისა და ურიდიას ქუჩების გზაჯვარედინის სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩების კვეთიდან ურიდიასა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა დღეიდან 26 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. მერიის ცნობითვე, სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ურიდიას, ჩხიკვაძის, ლიკანის, ჩაქვისა და დადიანის ქუჩების გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსი N36 და მიკროავტობუსი N437 ურიდიას ქუჩიდან გადაადგილდებიან ჩხიკვაძის, ლიკანისა და ჩაქვის ქუჩებზე, რის შემდეგაც, დაუკავშირდებიან ცოტნე დადიანის ქუჩას და სვლას გადასასვლელი ხიდის მიმართულებით განაგრძობენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული ტრანსპორტი ცოტნე დადიანის

ქუჩიდან დაუკავშირდება ჩაქვის, ლიკანისა და ჩხიკვაძის ქუჩებს და შემდგომ, ურიდიას ქუჩის დახმარებით, მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები