მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი" - კობახიძე ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრებზე

ერდოღანი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში გუშინდელ ვიზიტს აფასებს, როგორც პროდუქტიულს და აცხადებს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდა ევროპელ ლიდერებს. "საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან.

„რაც შეეხება შეხვედრებს, გვქონდა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან, რობერტ ფიცოსთან ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რობერტ ფიცომ მიმიწვია სლოვაკეთში და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. შეხვედრა მქონდა ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. შეხვედრა მქონდა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე მქონდა საშუალება, შესვენებების დროს გავსაუბრებოდი ათზე მეტ ლიდერს. აქ იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები. ეს არის ის, რაც მოხდა ბუდაპეშტში. მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული ეს ვიზიტი. გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები