მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი სტიქიით დაზარალებულ პირებსა თუ მეწარმეებს - რიჟვაძე შტორმის შედეგებზე

აჭარა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე უამინდობისა და შტორმის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა სამსახური იქნება ჩართული, რათა დროულად შესრულდეს გაწმენდითი სამუშაოები, იქნეს შესწავლილი ზარალი და მაქსიმალური დახმარება გაეწიოს ყველა კერძო პირსა თუ მეწარმეს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.

„გუშინ განვითარებულმა ძლიერმა შტორმმა და უამინდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბათუმის და ქობულეთის სანაპიროებს, ბულვარს. მინდა ვთხოვო და დავავალო ყველა უწყებას, ყველა სამსახურს, მაქსიმალურად დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო. ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად მოახდინონ ზარალის შესწავლა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც დაზიანდა აღნიშნული მოვლენებით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გუშინ უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. დღემდე მობილიზებულია მერიის საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. ინფრასტრუქტურის აღდგენა გამოდარებისთანავე მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები