მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაქვს დაგეგმილი 2-3 ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტებს ფასებს, ბაზარს დავარეგულირებთ - ღარიბაშვილი

61ca122948985
თამთა ჯიჯავაძე
27.12.21 23:17
954
მაქვს დაგეგმილი 2-3 ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტებს ფასებს, ბაზარს დავარეგულირებთ, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მედიკამენტების ფასები რომ გაზრდილია, ამაზე ყველა ვთანხმდებით".

"როგორც კი ახალი მინისტრი შევა, მაქვს დაგეგმილი 2-3 ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტებს ფასებს, ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავამარტივებთ იმპორტს ხარისხიანი მედიკამენტების, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს და ნაკლები გადაიხადოს.

ძალიან ბევრი დასახელების წამალი, თუ ჩვენთან 10 ლარი ღირს, მეზობელ თურქეთში შეიძლება 1-2 ლარი ღირს. ეს არის წამლები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია. რატომ არის, რომ თურქეთიდან არის აკრძალული წამლების შემოტანა. კითხვა დავსვი რატომ პასუხი არავისაა. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შეიძლება გაიაფდეს წამლები. ეს მაგალითისთვის გითხარით. ბუნებრივია, სხვა ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი. მე ახალს არაფერს ვაკეთებ, თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ვერევი ბიზნესში. მაგრამ მთავარი მოტივაცია არის მოსახლეობამ ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ეს გზა გაიარა ევროპამ, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, შესაბამისად რაც არის ევროპაში აპრობირებული, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები