მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარაბდა-კარწახის რკინიგზა" ₾344 მილიონიან მოგებაზე გავიდა

მარაბდა-კარწახის რკინიგზა
BM.GE
01.08.23 00:05
83

ლარის გამყარებამ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებელ კომპანიას მოგებაზე გასვლის შესაძლებლობა მისცა.

„მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ 2022 წელს 343.7 მლნ ლარის წმინდა მოგება აჩვენა, რაც უცხოურ ვალუტაში ოპერაციებიდან მიღებულმა 383.8 მლნ ლარის შემოსავალმა განაპირობა.

„მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ შემოსავალს არ იღებს. კომპანია აზერბაიჯანის მთავრობის გამოყოფილი 775 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზით რკინიგზის მშენებლობას ახორციელებს.

რკინიგზის ხაზის პროექტის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა. ამჯერად, კომპანიის განმარტებით გავლენა მოახდინა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ.

„სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს ჰქონდათ დადებული მნიშვნელოვანი კონტრაქტები უკრაინის მეტალურგიულ და სხვა სამშენებლო მასალების მომწოდებელ საწარმოებთან, რუსეთ - უკრაინის ომის გამო უკრაინულმა საწარმოებმა ვერ მოახერხეს დროულად მოეწოდებინათ შეკვეთილი პროდუქცია და მშენებელ კომპანიას მოუწია მოწოდების ალტერნატიული არხების ძიება, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა სამუშაოების მსვლელობა“ - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, გასული წლის ბოლოს სამუშაოების დაახლოებით 85% იყო შესრულებული.

აღსანიშნია, რომ 15 მაისის 00:00 საათიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დაიხურა.

„მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა“, - განუცხადეს BMG -ის „საქართველოს რკინიგზაში“.

რა ვადით დაიხურა „ბაქო-თბილისი- ყარსის“ რკინიგზა, უცნობია.

მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაანონსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები