მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარეგულირებლის ზეწოლის გამო, Microsoft-მა Office-ის და Teams-ის სერვისები განაცალკევა

teams

ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან წამოსული ზეწოლის გამო, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა გლობალური მასშტაბით Office 365-ის და Teams-ის სერვისების განცალკევების გადაწყვეტილება მიიღო.

ცვლილების ამოქმედების შემდეგ, Teams-ის გამოწერის სერვისი შეძენა განცალკევებით იქნება შესაძლებელი, Office 365-ის პაკეტის შეძენის გარეშე.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება Microsoft-მა Salesforce-ის მხრიდან სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ მიიღო. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებდა, Teams-ის Office 365-თან შერწყმით Microsoft-მა არასამართლიანად მიიღო უპირატესობა და ამით მომხმარებლებს მისი სერვისით სარგებლობისკენ უბიძგა, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ისეთ პროდუქტებსაც მიიღებდნენ, როგორიცაა: Word, Excel, PowerPoint და Outlook.

ბოლო პერიოდის განმავლობაში Microsoft-ს ევროკავშირის მხრიდან 2.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმები აქვს მიღებული, რაც ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ EU-ს კანონმდებლობის გამკაცრებაზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები