მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრიშვილს სჯერა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას არ მოახდენს

645b9f6a8cc6a
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 17:54
561
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გავლენას არ იქონიებს. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სანქციების დაცვას და ერთგული დარჩება თავისი გადაწყვეტილების, იყოს ევროპული ოჯახის წევრი.

„საქართველო ნაწილია საერთაშორისო შეთანხმების. როდესაც ფინანსურ სანქციებზე ვსაუბრობთ, იცით, რომ დღევანდელ დღემდე არ დაფიქსირებულა არც ერთი მაგალითი იმისა, სადაც საქართველო ამ გადაწყვეტილების ერთგული არ იყო. ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ერთგული ვრჩებით და დარწმუნებული ვართ, ეს[რუსეთის] გადაწყვეტილება არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს ჩვენს მკაფიო არჩევანზე, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, რამეთუ საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს და სანქცირებულ ხომალდებს.

ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპული გზაა და ყველა მიმართულებით იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებები, ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, მათ შორის საერთაშორისო არეალზე და პოლიტიკური თვალსაზრისით, სადაც ჩვენ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები