მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთი ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც ჩვენი კერძო სექტორი აქტიურად ოპერირებს“ - ქვრივიშვილი

645ba26c94556
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 18:16
550
„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად დივერსიფიკაციის პოლიტიკაზეა დაფუძნებული“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა BM.GE-ს კითხვას - რა გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით დღეს მიღებული გადაწყვეტილებები.

მინისტრის მოადგილე კითხვას პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადი იყოს. მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა და სავიზო რეჟიმის გაუქმება უპირველეს ყოვლისა რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად დივერსიფიკაციის პოლიტიკაზეა დაფუძნებული და როგორც სახელმწიფო ეკონომიკის ყველა დარგში, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს განვითარება. რუსეთი ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც ჩვენი კერძო სექტორი აქტიურად ოპერირებს, შესაბამისად, პირდაპირი რეისები პირველ რიგში მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მათ სამშობლოსთან - საქართველოსთან კავშირის დამყარების“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები