მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი და თამარ იოსელიანი ლონდონში, საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაზე გაემგზავრნენ

მარიამ ქვრივიშვილი თამარ იოსელიანი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ლონდონში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე სესიაში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს.

"აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეხვედრა IMO-ს გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან, ასევე დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის ორმხრივი შეხვედრები ასამბლეაში მონაწილე რამდენიმე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი", - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1958 წელს და მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფოთა თანამშრომლობა საერთაშორისო ნაოსნობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და ხელი შეუწყოს ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე დისკრიმინაციის აღკვეთას ცალკეული სახელმწიფოებისა და სანაოსნო კომპანიების მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები