მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი მონღოლეთთან საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერს ხელს

მარიამ ქვრივიშვილი

"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელს მოაწერს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და მონღოლეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“. შესაბამისი უფლებამოსილება მას ირაკლი კობახიძის ბრძანებით მიენიჭა.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას და საავტომობილო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს მონღოლეთთან სავაჭრო ბრუნვა 5.3 მილიონ აშშ დოლარამდე 25.4%-ით გაიზარდა. სრული მონაცემი ექსპორტზე მოდის.

რა გაგვაქვს მონღოლეთში? საექსპორტო პროდუქტების TOP-5 ასეთია:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ღვინო - 1.1 მლნ აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 436 ათასი აშშ დოლარი;
  • საპოხი მასალები - 375 ათასი აშშ დოლარი;
  • ჩაი - 370 ათასი აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები