მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი "ოცნებამ" საპარლამენტო სიაში კიდევ ერთხელ ჩასვა

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო სიაში კიდევ ერთხელ ჩასვა.

ის პარტიის მე-12 ნომრად რამდენიმე წუთის წინ დასახელდა.

შეგახსენებთ, მარიამ ქვრივიშვილი "ოცნების" სიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო. მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიას ეკავა.

მარიამ ქვრივიშვილმა დეპუტატის მანდატი პარლამენტში შესვლიდან რამდენიმე თვეში, 2021 წლის მაისში დატოვა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა. ამ დრომდე მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები