მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ყაზახეთის პრემიერი

"ქართული ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. შეხვედრა ყაზახეთში ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის "შუა დერეფნის" განვითარებაზე.

განხილვის თემებს შორის იყო ორმხრივი ვაჭრობა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სამოქალაქო ავიაცია და ტურიზმი. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ტვირთების მოზიდვა შუა დერეფანში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება ორივე ქვეყნის მთავრობების ერთობლივი მიზანია.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „ექსპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორივე ქვეყნის ეკონომიკაში, და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი პარტნიორობის არსებული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდება. ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო მეტ ქართულ პროდუქციას ვიხილავთ ყაზახეთის ბაზარზე“.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება. ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყაზახეთი ღონისძიებაზე მაღალი წარმომადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

ყაზახეთთან ვაჭრობა $456.9 მლნ-მდე გაიზარდა - ბრუნვის 77.3% ავტომობილების რეექსპორტზე მოდის

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები