მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიხუანას ექსპორტის თემა პერსონალურად ივანიშვილის სიგიჟე იყო - გახარია

გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 2018 წელს სამედიცინო მიზნით, კანაფის კულტივაციის და ექსპორტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის „სიგიჟე“ იყო. ასე უპასუხა ყოფილმა შს მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „იმედთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიაზე თქვა, რომ „მოუშუშებელი ჭრილობაა“ და გასამართლებით დაემუქრა მას და მის პოლიტიკურ გუნდს. დღეს კი, გიორგი გახარიას პასუხი ასეთი იყო: „მისი მოუშუშებელი ჭრილობა არის ის, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც სიგიჟეს როცა აკეთებდა, ეუბნებოდა, რომ სიგიჟეს აკეთებდა. ახლა არავინ ჰყავს, და ხომ ხედავთ, გაფრინდა კოსმოსში და იფრინოს“.

- რადგან არ აპირებთ დაასახელოთ თემები, რაზედაც ბიძინა ივანიშვილისთვის გითქვამთ, რომ „სიგიჟე“ იყო, გკითხავთ - 2018 წელს მარიხუანას საექსპორტო პოტენციალის საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვა და {კანონპროექტის მომზადება} სიგიჟე იყო?

- სიგიჟე იყო...

- რომელსაც მთელი მთავრობა აჰყვა - კანონპროექტის ავტორი შს სამინისტრო იყო, რომელსაც თქვენ მართავდით... მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობდა, მარიხუანას ექსპორტირება ქვეყნისთვის სოლიდურ შემოსავალს მოიტანსო და ა.შ...

- ვებრძოდი მაგ თემასაც... ეგ ხომ იცით, ცოტა ისეთი თემაა - კაბინეტური ბრძოლები არის კაბინეტური ბრძოლები.

- საკითხი კაბინეტიდან გარეთ გამოვიდა - მთავრობის სხდომაზე განიხილეთ..

- დიახ და სიგიჟე იყო...

- პირადად ივანიშვილის?

- დიახ, პერსონალურად მისი {სიგიჟე იყო}

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები