მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული ორი ბავშვი რჩება

5e9339f660422
BM.GE
12.04.20 19:44
1276
საქართველოში COVID-19-ისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა დღეს კიდევ გაიზარდა და ამჟამად ის 67-ს შეადგენს. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს მათ საავადმყოფოში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

"დღეს დილით 6 პაციენტის პასუხი მივიღეთ და მათგან არცერთს არ დაუდასტურდა ვირუსი, საღამოს კი კიდევ 5 პაციენტის პასუხს ველოდებით. ამჟამად 32 პაციენტი წევს ჩვენთან. ჯამში გატარებული გვყავს 77 პაციენტი, მაგრამ ამ ეტაპზე წევს 32 პაციენტი, რადგან დანარჩენი გაეწერა. ჩვენთან მყოფ პაციენტთა შორის ორი ბავშვია,"- ამბობს მარინა ეზუგბაია. 

დღეისთვის საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ის 252-ს შეადგენს. 

უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის სამს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები