მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიუპოლის მერი: ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა ევაკუაციისა

622323f9cd12c
თელარა გელანტია
05.03.22 12:47
1081
მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, უკრაინული და რუსული მხარეები უკრაინის ორ ქალაქში - მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე შეთანხმდნენ, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს.

მერის თქმით, ევაკუაციის გარდა სხვა გზა არ აქვთ.

"მარიუპოლი არ არის მხოლოდ ქუჩები და სახლები, ესაა მისი მცხოვრებლები. ოკუპანტების მხრიდან მუდმივი, დაუნდობელი დაბომბვის პირობებში, სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ დატოვონ მარიუპოლი", - აცხადებს მარიუპოლის მერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები