მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიუპოლში, მეტალურგიულმა საწარმო „აზოვსტალმა“ წარმოება სრულად შეაჩერა

623721a5be4a0
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.22 16:40
1454
მარიუპოლზე შეუწყვეტელი თავდასხმის გამო მეტალურგიულმა ქარხანა „აზოვსტალმა“ 1941 წლის შემდეგ მუშაობა პირველად შეაჩერა. აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი ქარხნის გენერალური დირექტორის ენვერ ცქიტიშვილის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ დავბრუნდებით ქალაქში, აღვადგენთ საწარმოს და ავაღორძინებთ მას. ის ისევე იმუშავებს და დიდებას მოუტანს უკრაინას, როგორც ეს ადრე იყო. რადგან მარიუპოლი და „აზოვსტალი“ უკრაინაა“, - წერს ცქიტიშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ 24 თებერვლის შემდეგ მარიუპოლისთვის უსაფრთხოების დონის დასაცავად საწარმოს დატვირთვა უკიდურესად შემცირებული იყო. „კოქსის ბატარეები მოსახლეობას არანაირ საფრთხეს აღარ უქმნის. ჩვენ ასევე სწორად გავაჩერეთ სხვა ღუმელები“, - განმარტა ქარხნის გენერალურმა დირექტორმა.

ენვერ ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ „აზოვსტალი“ სრულად მხოლოდ ერთხელ 1941 წელს გაჩერდა, ხოლო 1943 წლის სექტემბერში მარიუპოლის გათავისუფლების შემდეგ ქარხნის აღდგენა დაიწყო.

Ukrinform-ის ცნობით, მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ისევე როგორც მთელი ქალაქი, „აზოვსტალის“ საწარმოც დაბომბეს, თუმცა საწარმო ჯერ კიდევ უკრაინელების მართვის ქვეშაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები