მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარჯანიშვილის მეტროს" მიმდებარედ, 15-სართულიანი სასტუმრო აშენდება

სასტუმრო მშენებლობა

აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ, 15-სართულიანი სასტუმრო აშენდება - ამჟამად ადგილზე მდებარე მრავალსართულიანი ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ადგილზე ახალი სასტუმრო აშენდება.

წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ნაგებობა წარსულში "თბილქალაქპროექტის" ოფისს წარმოადგენდა და ის გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. 3,398 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობა აუქციონის გზით 2020 წელს გაიყიდა. უძრავი ქონების მესაკუთრეს შპს "ახალი ვარსკვლავი" წარმოადგენს, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა. ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის 50%-იან წილს ფლობს ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია კარლისტონ ვენჩერს, 25%-იან წილს სენტ ლუსიაში რეგისტრირებული კომპანია "გრინთრი ჰოლდინგსი", ხოლო 25%-იან წილს კი ავთანდილ კვიციანი, რომელიც ამასთანავე კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, ნაგებობას 15 სართული ექნება, მისი სიმაღლე კი 51 მეტრი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები