Meta Platforms COE მარკ ცუკერბერგმა, 2023 წლის მეოთხე კვარტალში $428 მილიონის ღირებულების კომპანიის აქციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ცუკერბერგი აქციებს გასული წლის ნოემბრიდან წლის ბოლომდე ყიდდა. საშუალოდ, თითოეულმა გაყიდვამ $10,4 მილიონი მოიტანა. გაყიდვებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი კი, 28 დეკემბერს დაფიქსირდა და $17,1 მილიონი იყო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც მან აქციები გაყიდა. აღნიშნული პროცესი ბოლო 7 წლის განმავლობაში, აქციების ფასის ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაცემის ფონზე განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ Meta-ს აქციებმა, 2023 წელს ყველა სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ გიგანტს აჯობა, გარდა Nvidia Corp-ისა და ახლა 2021 წლის სექტემბრის ყველა დროის მაქსიმუმს უახლოვდება.
ჯამში, ცუკერბერგი Meta-ს დაახლოებით 13%-ს ფლობს და მისი ქონება დაახლოებით $125 მილიარდია. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ცუკერბერგი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა შორის მეშვიდე ადგილს იკავებს.