მარკ ზაკერბერგმა, ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის გამარჯვება უყურადღებოდ არ დატოვა და Instagram სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ქართველ მებრძოლს გამარჯვებას ულოცავს.
ცნობისთვის, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.
ბრძოლის შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილს მომდევნო ბრძოლა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარზე იქნება.