MMA-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი შეერთებული შტატების მოქალაქეობის მინიჭებას ულოცავს.
დვალიშვილი, რომელიც 12 წელია, აშშ-ში ცხოვრობს, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საკუთარი სოციალური ქსელებიდან იტყობინება.
“თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში მაგრამ შრომითა მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის”, - წერს დვალიშვილი “ინსტაგრამ” გვერდზე.
“გილოცავ!” - ასე გამოეხმაურა მარკ ცუკერბერგი ამავე პოსტის კომენტარებში დვალიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას.
თებერვალში მერაბ დვალიშვილი UFC ჩემპიონი გახდა, რასაც ასევე გამოეხმაურა Meta-ს დამფუძნებელი, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნებითაა დაინტერესებული და დვალიშვილს აქტიურად გულშემატკივრობს.
მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტზე რუბრიკაში მსოფლიოს ახალი ამბები.