Marks & Spencer-ი 94 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად არის ზარალზე, მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, მეორე და მესამე კვარტალში კომპანიის ზარალმა 87.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, მაშინ როდესაც Marks & Spencer-ს გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 158.8 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოგება ჰქონდა.
კომპანია აცხადებს, რომ მეორე და მესამე კვარტლის მიხედვით, კომპანიის გაყიდვები 15.8%-ით ანუ 4.09 მილიარდი ფუნტი სტერლინგით შემცირდა.
Marks & Spencer-ი გაყიდვების ასეთ შემცირებას, ქვეყნებში დაწესებული "ლოქდაუნებით" ხსნის, რის შედაგადაც შემცირდა მოთხოვნა საოფისე ტანისამოსზე, თუმცა Marks & Spencer-ში ფიქრობენ, რომ მოთხოვნა ოფიციალურ ტანისამოსზე მალე ისევ გაიზრდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 600-მდე მაღაზიის გაჩერება მოუხდათ და კომპანია იძულებული გახდა ონლაინ გაყიდვებზე გადასულიყო.
„მაღაზიების დახურვის კვალდაკვალ გააქტიურდა ონლაინ გაყიდვები და ინტერნეტ გაყიდვებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. თუმცა, გაზრდილი ონლაინ გაყიდვები შემცირებული გაყიდვების რაოდენობას მაინც ვერ აბალანსებს“, - აცხადებს Marks & Spencer-ი.




























