საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.
როგორც bm.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და გაივლის სოფლებს ყიზილ-აჯლოს, ფარიზის და ცურტავს. გზა მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთზე გადის.
ამასთან, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.
პროექტის ღირებულება 6 184 352 ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.