მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარნეულის და ბოლნისის გავლით სატრანზიტო მოძრაობა არ იკრძალება - სუბარი

5e78653e6ba50
დავით ჯალაღონია
23.03.20 11:29
1050
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულის და ბოლნისის გავლით, სატრანზიტო მოძრაობა ტვირთებთან დაკავშირებით უპრობლემოა.

"სატრანზიტო მოძრაობა ტვირთებთან დაკავშირებით უპრობლემოა, ხოლო როცა სატრანზიტო მოძრაობა შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს გავლით ერთი საზღვრიდან მეორეზე გადადიან, მათი გაცილება ხდება საპატრულო პოლიციის მეშვეობით, ისინი გროვდებიან ერთად და შემდეგ საპატრულო პოლიცია ისე მიაცილებს, რომ საზღვრიდან საზღვრამდე მათ ავტომობილის ერთი წუთით დატოვების უფლება არ ექნებათ", - განმარტა სოზარ სუბარმა, რომელიც ამ წუთებში მარნეულში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები