შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც bm.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მე-3 პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება) დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს და ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, 69-ე უბანზე მამაკაცი როგორ ყრის ურნაში ბიულეტებს. ცესკოს ცნობით, ამ უბანზე ხმის მიცემა შეჩერდა