მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაროკოში მიწისძვრის გამო დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურნენ

სალო

მაროკოში, მიწისძვრის გამო დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მაროკოს მოსახლეობას თანაგრძნობა გამოუცხადა.

„ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მაროკოელი ხალხის მიმართ. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც:

„გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას“, – წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 820, ხოლო დაშავდა 672 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები