მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაროკოში მიწისძვრის შედეგად 820 ადამიანი დაიღუპა,დაშავებულია 672

მიწისძვრა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 672 ადამიანი, რომელთაგან 205-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მათივე ცნობით, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ სტიქია გვიან ღამით მოხდა და ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ჯერ შეუძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები