მაროკოში დაღუპულთა რიცხვი 632-მდე გაიზარდა. დაშავებულია 329 ადამიანი.
მიწისძვრა 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.
სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.