მაროკოში მიწისძვრის გამო 296 ადამიანი დაიღუპა - დაშავდა 153.
BBC-ი აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ მიწისძვრა მარაკეშის ტურისტული ცენტრიდან 71 კილომეტრში მოხდა და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა. მისმა სიმძლავრემ კი, 6,8 მაგნიტუდა შეადგინა.
„დროებითი ანგარიშის თანახმად, მიწისძვრას 296 ადამიანი ემსხვერპლა პროვინციებსა და მუნიციპალიტეტებში ალ-ჰაუზი, მარაკეში, ოვარზაზატე, აზილალი, ჩიჩაუა და ტაროუდანტი. 153 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.