მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დასრულდა

მარში
20.10.24 21:45
228

თავისუფლების მოედანზე მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დასრულდა. აქციის მონაწილეები 17:00 საათიდან თბილისში, ხუთი სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით გაემართნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მარშის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე მათ გაშლილი ჰქონდათ ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები. გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

მარშის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

თავისუფლების მოედანზე გაიმართა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი.

ორგანიზატორების განმარტებით, დღევანდელი შეკრების მიზანი იყო საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები