მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარტ-აპრილში სიგარეტი გაძვირდება" - ზვიად სხვიტარიძე

5e53dc639f8fd
ინგა მურუსიძე
24.02.20 22:00
2335
მარტ-აპრილში სიგარეტი გაძვირდება, - ამის შესახებ bm.ge-ს British American Tobacco-ს კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.

„მოსალოდნელია სიგარეტის გაძვირება, სავარაუდოდ, ეს მოხდება მარტ-აპრილის თვეში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: რადიკალურად გაზრდილი აქციზის გადასახადი სრულად არ ასახულა ფასში, მეორე კომპონენტია აქციზის ადუალური კომპონენტი, ხოლო მთავარი ფაქტორი არის აქციზის გეგმის დადება მინიმუმ სამ წელიწადზე. ზრდა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. სიგარეტის ფასის ზრდა იგეგმებოდა თებერვალში, თუმცა, ვინაიდან გამძაფრებული ხასიათი მიიღო კონტრაბანდამ და ბოლო მონაცემებით, მარტო იანვარ-თებერვალში იმდენი ამოღება და დაჭერებია, რამდენიც მთლიანად გასულ წელს. ხოლო კონტრაბანდა გაზრდილია იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა დაჭრილი თუთუნის რეგულირება, არალეგალური თუთუნი ჩაანაცვლა სომხურმა და რუსულმა სიგარეტებმა, რომლებიც აფხაზეთიდან შემოდის“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

მისივე თქმით, ფასის ზრდის შეფასება არ ხდება, თუმცა კომპანიების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული ეს მოხდება ერთიანად 40 თეთრით, თუ ნაწილით ახლა გაძვირდება და ნაწილით მოგვიანებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები