“PSP დაზღვევამ” მძღოლებისთვის ახალი და ყველაზე მარტივი პროდუქტი “მარტივი ავტოდაზღვევა“ შექმნა, რომლის მთავარი იდეაც მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტში მდგომარეობს. “მარტივი ავტოდაზღვევა” გაყიდვაში დღეიდან, 18 სექტემბრიდან ჩაეშვება.
როგორც BMG-ს კომპანიაში ახალი პროდუქტის უპირატესობების შესახებ საუბრისას განუცხადეს, “მარტივი ავტოდაზღვევა” ავტომფლობელებს ყველა რისკისგან დაზღვევას თვეში მხოლოდ 54 ლარად სთავაზობს.
რაში მდგომარეობს “მარტივი ავტოდაზღვევის” იდეა?
“იდეა იყო ის, რომ შეგვექმნა მაქსიმალურად მარტივი და მომხმარებელზე მორგებული ავტო დაზღვევის პროდუქტი. სახელადაც ამიტომ შევარჩიეთ - „მარტივი ავტოდაზღვევა“. პროდუქტი ასეთია: ავტომობილის ყველა რისკი დაფარულია თვეში მხოლოდ 54 ლარად, ლიმიტი კი 10 000 ლარია.
მარტივი ავტო დაზღვევით, ავტომობილი დაცულია ყველა ძირითადი რისკისგან, მათ შორის : ავტოსაგზაო შემთხვევისგან (მიუხედავად ბრალეულობისა), ქურდობისგან, ძარცვისგან, ყაჩაღობისგან, ხანძრისგან, აფეთქებისგან, ვანდალიზმისგან, საგნების ვარდნისგან, მინების დაზიანებისგან, სტიქიური მოვლენებისგან, მიწისძვრისა და სეტყვის ჩათვლით”.
რა არის “მარტივი ავტოდაზღვევის” მთავარი უპირატესობა?
“მთავარი უპირატესობაც ყველა დაზღვეული რისკის გარდა, არის მომხმარებელზე მინიჭებული თავისუფლება, თავად მართოს 10 000 ლარიანი ლიმიტი და ის სურვილისამებრ გადაანაწილოს.
მანქანის დაცვის გარდა, მარტივი ავტოდაზღვევა მოიცავს მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევის და, რაც მნიშვნელოვანია, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას. ეს ნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როგორც მანქანაში მყოფი მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის, ასევე სხვისი კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, ხარჯებს “პსპ დაზღვევა” აანაზღაურებს”.
რა იყო “მარტივი ავტოდაზღვევის” შექმნის მიზანი?
“ჩვენი კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ამიტომ პსპ დაზღვევამ შექმნა ახალი და ყველაზე მარტივი პროდუქტი იმისათვის, რომ ავტომობილის მფლობელებს სიმშვიდე და ფინანსური უსაფრთხოება შევთავაზოთ მინიმალური დანახარჯის პირობებში”, - აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ პაკეტის შეძენისას საჭესთან უფლებამოსილი მძღოლების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის მძღოლს 24/7 ავტო-ასისტანსი ემსახურება და 1000 ლარამდე ზარალის რეგულირება ადგილზევეა შესაძლებელი.
“პსპ დაზღვევა” მზარდი, განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა, რომლის მთავარ პრიორიტეტს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება წარმოადგენს.