მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 12 ათასამდე პირმა მიიღო, 100 000 ლარზე მეტი - 349 დასაქმებულმა

ლარი

მარტში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 12 ათასამდე პირმა მიიღო, 100 000 ლარზე მეტი- 349 დასაქმებულმა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მარტში, 100 ლარზე ნაკლები თანხა, ხელფასის სახით, 11 841 დასაქმებულს ჩაერიცხა, მათი ჯამური დარიცხული ხელფასი 660 837 ლარს შეადგენდა. მარტის მონაცემებით, 600 ლარზე ნაკლები ხელფასი საქართველოში ჯამში 152 209 დასაქმებულს ჰქონდა.

ყველაზე მეტი დასაქმებულის - 339 662 ადამიანის ხელფასი 1200-დან 2400 ლარის დიაპაზონში იყო, მათი დარიცხული ხელფასი 575,013,249 ლარს შეადგენდა. 123 924 პირის ხელფასი კი 2400-3600 ლარის დიაპაზონში, მათ ჯამში 356,518,687 ლარი დაერიცხათ.

რაც შეეხება ყველაზე მაღალანაზღაურებად პირებს, ვინ თვეში 100 000 ლარს და მეტს იღებს, ასეთი სულ 349 დასაქმებული იყო. ერთ თვეში მათი ჯამური დარიცხული ხელფასი 258.79 მლნ ლარს აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები